Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


ბრიტანეთის გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსის" ცნობით, ნატომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში რუსეთის წარმომადგენლობის ორი თანამშრომელი. გაზეთის წყაროს თანახმად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება უკავშირდება ესტონეთში მომხდარ ამასწინანდელ ინციდენტს, როცა ამ ქვეყნის სახელმწიფო მოხელე ჰერმან სიმი რუსეთისთვის ნატოს საიდუმლო მასალების მიწოდებისთვის გაასამართლეს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები ბრიუსელიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ნატოში რუსეთის ელჩის დმიტრი როგოზინის კომენტარი კი ასეთი იყო: "ნატოს ამ გადაწყვეტილებას ვაფასებ წმიდა წყლის პროვოკაციად, რომელიც მიმართულია რუსეთ-ნატოს საბჭოს საქმიანობის განახლების მიზნით მიღწეული ყველა ჩვენი ამასწინანდელი შეთანხმების ჩაშლისკენ; იმ გეგმების ჩაშლისკენ, რომლებიც სამომავლოდ დავსახეთ, მათ შორის მინისტრთა დონეზე რუსეთ-ნატოს საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით."
XS
SM
MD
LG