Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთში ამოცანების შესრულება დაიწყეს


რუსეთის მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთში ამოცანების შესრულება დაიწყეს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა ნიკოლაი ლისინსკიმ. გენერლის თქმით, რუს მესაზღვრეთა ვალდებულების შესრულებით მოსკოვის, ცხინვალის და სოხუმის მიერ საზღვრების ერთობლივად დაცვის შეთანხმებათა რეალიზაცია დაიწყო. დღესვე რამდენიმე ქართულმა სააგენტომ კონკრეტული წყაროს მიუთითებლად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა განლაგება მდინარე ენგურთან მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართანაც დაიწყეს.
XS
SM
MD
LG