Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პოლიციასა და მეამბოხეებს შორის შეტაკებას 26 ადამიანი ემსხვერპლა


ირანის საინფორმაციო სააგენტოს ხნობით, 26 ადამიანი ემსხვერპლა ირანის პოლიციასა და ქურთ მეამბოხეებს შორის გასულ კვირაში მომხდარ შეტაკებას. შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა კარმანშაჰის პროვინციაში, იუწყება სააგენტო “ირნა” ადგილობრივი სამართლებრივი უწყების ხელმძღვანელის, ალაჰიან მალეკშაჰის ნათქვამზე დაყრდნობით. ცნობით, დაიხოცა 18 პოლიციელი და ქურთისტანის “თავისუფალი ცხოვრების” მეამბოხეთა პარტიის რვა წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG