Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხუთი დასავლელი და სამი ავღანელი სამხედრო მოკლეს


აშშ-ის სამი, სამი ავღანელი და ორი ლატვიელი ჯარისკაცი დაიხოცა მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად ავღანეთში, კუნარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან. აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ელიზაბეთ მეთიასმა განაცხადა, რომ მეამბოხეები თავს დაესხნენ ჯარისკაცების საგუშაგოს, რის შედეგადაც ააფეთქეს ტყვია-წამლის საწყობი. ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორი ლატვიელი სამხედრო დაიხოცა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნარში მისი სამი სამხედრო დაიღუპა.
XS
SM
MD
LG