Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში დადასტურებულია "ღორის გრიპის" 787 შემთხვევა


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში დადასტურებულია "ღორის გიპის" 787 შემთხვევა. მათგან 20, სასიკვდილო შედეგით დასრულდა, 19 ადამიანი მექსიკაში დაიხოცა, 1- აშშ-ში. გერმანიაში და იტალიაში ამ გრიპით, H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები გაჩნდა. ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთშია, მათი რიცხვი 20-ია. სულ მსოფლიოში, ახალი გრიპის ვირუსი გავრცელებულია 18 ქვეყანაში. ეგვიპტეში, სადაც მთავრობამ გამოაცხადა ყველა ღორის დახოცვის შესახებ, რათა გრიპი არ გავრცელეყო, შეტაკება მოხდა პოლიციასა და მეცხოველეებს შორის.
XS
SM
MD
LG