Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მიმდინარე კვირის აქციებზე სიახლეებს გეგმავს


ოპოზიციამ დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება განაახლა. 12 საათზე ამავე ადგილას ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. დღის მეორე ნახევარში კი პარლამენტის წინ საინფორმაციო მიტინგი გაიმართება. ცნობილია, რომ ხვალ 16-დან 17 საათამდე ოპოზიცია თბილისის შესასვლელების გადაკეტვას გეგმავს, 6 მაისს კი - შსს-ს პოლიციის მთავარი სამმართველოს პიკეტირებას. მიმდინარე კვირაში იგეგმება აჭარასა და სამეგრელოში წინააღმდეგობის ახალი კერების შექმნა. მიმდინარე კვირაშივე გია გაჩეჩილაძე (”უცნობი”) რეგიონებში მსვლელობის დაწყებას აპირებს.
XS
SM
MD
LG