Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე, მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შუამდგომლობის საფუძველზე, ოპოზიციის სამი დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტ ნიკა ავალიანის ცემის ბრალდებით დაკავებულ მელორ ვაჩნაძეს, გიორგი ონიანსა და რევაზ რევაზიშვილს შეეცვალათ აღმკვეთი ღონისძიება და სამივე დაკავებული გაათავისუფლეს. მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი ხულიგნობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. მათი გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ პოლიციის სამმართველოსთან აქცია გაიმართა, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა ათეულობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG