Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელორ ვაჩნაძეს, გიორგი ონიანს და რევაზ რევაზიშვილს, სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ


საქართველოს შსს-მ დღეს განაცხადა, რომ მელორ ვაჩნაძეს, გიორგი ონიანს და რევაზ რევაზიშვილს, რომლებიც გათავისუფლებამდე დროებითი მოთავსების მეორე იზოლატორში იმყოფებოდნენ, სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე კონკრეტული ტრავმაა მითითებული. როგორც დღეს რადიო თავისუფლებას შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განუმარტა, სამივე პირმა ტრავმები დაკავებამდე, ჟურნალისტთან ჩხუბისას მიიღო. რაც შეეხება თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გასულ ღამით განვითარებულ მოვლენებს, უტიაშვილის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც მომხდარის იურიდიულ კვალიფიკაციას დაადგენს
XS
SM
MD
LG