Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერთა ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და უმრავლესობის წარმომადგენლები მზად არიან დღეს, დღის განმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მისი თქმით, ამ დიალოგს შეზღუდვა და წინაპირობა არ ექნება. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლების მიერ დღეს ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ოფისში და განიხილეს ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობა. შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შევიდა ოპოზციის ლიდერთა ნაწილი. ეს ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გამართავს შეხვედრას, რომელსაც ექნება მოსამზადებელი ხასიათი, მან უნდა შეამზადოს პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგი.
XS
SM
MD
LG