Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილში აღნიშნეს ბირთვული კატასტროფის 25-ე წლისთავი


უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა და დმიტრი მედვედევმა დღეს ერთად მიიღეს მონაწილეობა ცერემონიაში, რომელიც მიეძღვნა ჩერნობილის აფეთქების - მსოფლიოს ისტორიაში უმძიმესი ბირთვული ავარიის - 25-ე წლისთავს. 1986 წლის 26 აპრილს აფეთქება მოხდა მაშინ საბჭოთა კავშირში მდებარე ჩერნობილის ერთ-ერთ რეაქტორზე, საბჭოთა ლიდერები კი სამი დღის მანძილზე მალავდნენ ინფორმაციას აფეთქებაზე, რომელმაც მძიმე ზარალი მიაყენა უკრაინას, ბელორუსიას და დასავლეთ რუსეთს. დღევანდელ ცერემონიაზე დმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადებით, გამჭვირვალობის საჭიროება იყო ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც მთავრობებს ასწავლა ჩერნობილის კატასტროფამ. „სახელმწიფოს ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს სიმართლე უთხრას. უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის სწორად არ იქცეოდა. და იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს, ყველა პატიოსნად უნდა მოვიქცეთ, ვიძლეოდეთ ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება - სადაც უნდა ხდებოდეს და რაშიც უნდა მდგომარეობდეს ეს“, -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ხოლო ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მოინახულა რეგიონები, რომლებიც ბელორუსიაში დააზარალა ჩერნობილის კატასტროფამ.
XS
SM
MD
LG