Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა მფრინავმა რვა უცხოელი ჯარისკაცი მოკლა


ნატოს განცხადებით, ავღანელმა მფრინავმა რვა უცხოელი ჯარისკაცი და ერთი კონტრაქტორი დახოცა ინციდენტის დროს, რომელიც დღეს მოხდა საწვრთნელ ცენტრში ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანელმა მფრინავმა სროლა დაიწყო უცხოელ ჯარისკაცებთან კამათის შემდეგ. ამავე წყაროს ცნობით, მფრინავი ურთიერთსროლისას დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG