Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


შსს-ს შენობაში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გადადგომის მოთხოვნით, ერთი თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილე ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილთან სალომე ზურაბიშვილის, კახა შარტავას, ლევან გაჩეჩილაძის და ირაკლი ალასანიას შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და სასჯელაღასრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ისინი და სააკაშვილი საქართველოში არსებულ კრიზისს აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. „მას მიაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, მეტი შედეგი დღევანდელ შეხვედრას არ ჰქონია. ლევან გაჩეჩილაძის ცნობით, დეტალები ოპოზიციის სხვა ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ, პარლამენტთან მიტინგზე 18 საათისთვის გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG