Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კვლავ უარს ამბობს ეუთოს მისიის საქართველოში მუშაობაზე


ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე რუსეთმა კიდევ ერთხელ თქვა უარი ეუთოს მისიის საქართველოში მუშაობაზე. შესაბამისად, ეუთოს მეთვალყურეები საქართველოს 30 ივნისს საბოლოოდ დატოვებენ. რუსეთი ერთადერთი იყო ეუთოს წევრ 56 სახელმწიფოს შორის, რომელმაც მისიის მუშაობა დაბლოკა. შეგახსენებთ - რუსეთმა ეუთოს მისიის საქართველოში დარჩენის საკითხს პირველად ვეტო დეკემბერში დაადო. მას შემდეგ ორგანიზაციის მოგირე თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი, ცდილობდა მანდატის შეცვლის გზით ორგანიზაციისთვის მოქმედების უფლება შეენარჩუნებინა, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
XS
SM
MD
LG