Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დღეს უარყო, რომ საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელება დაბლოკა


რუსეთმა დღეს უარყო, რომ საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის გაგრძელების საკითხი დაბლოკა. სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს და ამჟამად რთული დისკუსია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის მოსამზადებელ შეხვედრაზე რუსეთი იყო ერთადერთი, რომელიც საბერძნეთის მიერ ინიცირებულ კომპრომისულ ვარიანტს არ დათანხმდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსეთის უარი იმას ნიშნავს, რომ ეუთოს მისიის გაგრძელებაზე ორგანიზაციის მუდმივი საბჭო აღარ იმსჯელებს, თუ მოსკოვი პოზიციას არ შეცვლის და საბერძნეთის მიერ მომზადებულ პროექტს არ დათანხმდება.
XS
SM
MD
LG