Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა


აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი და დაადასტურეს ორივე მთავრობის ერთგულება ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობების მიმართ. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის მოზომილ პასუხს ოპოზიციის მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მცდელობას, გამართოს მოლაპარაკება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. და მოუწოდა მას კვლავაც განაგრძოს დიალოგი.

აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსა და რუსეთის თავშეკავება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სტაბილურობის მისაღწევად. ბაიდენმა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, ეუთოს მოღვაწეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებელთა განთავსებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG