Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძემ ოპოზიციას ხუთ პუნქტიან გეგმაზე მუშაობა შესთავაზა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციას შესთავაზა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული ხუთ პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მუშაობა მომავალი კვირიდან დაიწყონ. დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მზად არის პირადად განაგრძოს კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ხელისუფლების 5 პუნქტიანი გეგმა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ თუ ამ პროცესში ოპოზიციას დამატებითი ინიციატივები ექნება, ხელისუფლება მათ განსახილველად მზად არის. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პირველ ყოვლისა, მუშაობა საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტებაზე უნდა დაიწყოს. ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმდება და საზოგადოებისთვის მისაღებ პიროვნებას წარადგენს.
XS
SM
MD
LG