Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან იუწყებიან 22 თალიბის და ნატოს 3 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ


ავღანეთში 22 თალიბი მოკლეს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით, თალიბებმა ხუთშაბათს ერიში მიიტანეს და კონტროლი დაამყარეს პოლიციის ორ ბლოკ-პოსტზე, რის შემდეგაც კონტრიერიში განხორციელდა ნატოს საჰაერო ძალების მხარდაჭერით. ავღანელი სამხედროების რიგებში, ამ წყაროს ცნობით, მსხვერპლი არ არის. ასევე ავღანეთიდან მოსული ინფორმაციით, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი ძალების სამი წევრი დაიღუპა ბოლო თავდასხმების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანი ბრიტანელია, რომელიც ხუთშაბათს დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში აფეთქების შედეგად. დანარჩენი ორი კი დღეს იქნა მოკლული აღმოსავლეთ ავღანეთში. მათ ეროვნებაზე ცნობებში არაფერია ნათქვამი. აღმოსავლეთ ავღანეთში განთავსებული უცხოელი ჯარსიკაცების უმრავლესობა ამერიკელები არიან.
XS
SM
MD
LG