Accessibility links

ევროპაში გამართულ დემონსტრაციებზე სამუშაო ადგილების დაცვა მოითხოვეს


ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მრავალათასიანი მანიფესტაციები გაიმართა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში სამუშაო ადგილების უკეთ დაცვის მოთხოვნით. პრაღაში პროფკავშირების 20 000-მდე ჩეხმა და უცხოელმა აქტივისტმა პროტესტი გამოთქვა მშრომელების უფლებათა უკეთ დაცვის მოთხოვნით. ამავე მოთხოვნით ბერლინში შეიკრიბა ათიათასობით ადამიანი. საპროტესტო აქცია გაიმართა იტალიის ქალაქ ტურინშიც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG