Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმელი ოპოზიციონერი, აუნ სან სუ ჩი, სასამართლოს წინაშე წარსდგა


ბირმის პრო-დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა ბრალდებებით, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებები ოპოზიციის ლიდერს მას შემდეგ წაუყენეს, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში ამერიკელმა კაცმა ტბა გადაცურა იმ სახლში შეღწევის მიზნით, რომელშიც სუ ჩი შინაპატიმრობაში ცხოვრობს. ამერიკელის დაუპატიჟებელი ვიზიტის გამო ქვეყნის მთავრობამ სუ ჩის შინაპატიმრობის პირობების დარღვევაში დასდო ბრალი. შინაპატიმრობას ვადა ამ თვის ბოლოს ეწურებოდა. ევროკავშირმა დღეს განაცხადა, რომ შესაძლებელია ბირმის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს.
XS
SM
MD
LG