Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აცხადებს, რომ თალიბანს დაამარცხებს



პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ თალიბანის წინააღმდეგ მისი შეტევა წარმატებულია. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მიმდინარე ბრძოლის შედეგად გადაადგილებულ 1 მილიონზე მეტ ადამიანს მთავრობა დახმარებას პირდება. პაკისტანის უშიშროების ძალები სვატის ხეობის მთავარ ქალაქს - მინგორას - უტევენ, სადაც, როგორც ვარაუდობენ, ბევრი თალიბი მებრძოლი იმალება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ დღეს განაცხადა, რომ ჯარისკაცები რეგიონში მშვიდობის დამყარებამდე დარჩებიან.
XS
SM
MD
LG