Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ”ჟენევის მოლაპარაკებების დაკნინების კოორდინირებული მცდელობა”


შეერთებული შტატები გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ რუსეთი მიჰყვა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებს და შესავალ ნაწილშივე დატოვა 18 მაისს საქართველოს შესახებ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები. აშშ სინანულს გამოთქვამს აფხაზთა გადაწყვეტილებაზეც, როცა მათ დასაწყისშივე ბოიკოტი გამოუცხადეს მოლაპარაკებებს. აშშ შეშფოთებულია ამგვარი ქცევით, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 1866 რეზოლუციის სულისკვეთებასთან. ორივე ეს დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას მოლაპარაკებებისკენ საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად. ფაქტი, რომ მოლაპარაკებების დატოვება მოხდა ვიდრე დაიწყებოდა არსებითი მსჯელობა, არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ ეს იყო ჟენევის მოლაპარაკებების დაკნინების კოორდინირებული მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის დელეგაცია და მონაწილეები სამხრეთი ოსეთიდან და აფხაზეთიდან დაესწრებიან მოლაპარაკებებს, როცა 19 მაისს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG