Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ გაკვირვება და აღშფოთება გამოთქვა რუსეთის ქმედების გამო


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაკვირვება და აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა ბოროტად გამოიყენა და გენერალური მდივნის მოხსენებას, კომენტარებით ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველო იძულებული გახდა, თავადაც რამდენიმე კომენტარი გაევრცელებინა. კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება შუალედურია, მთავარი მოვლენები კი - განვითარდება 15 ივნისს, როდესაც უშიშროების საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილოს. ვაშაძის თქმით, მოხსენება გარკვეულ პოზიტიურ მომენტებთან ერთად შეიცავს პუნქტებს, რომელიც მისივე შეფასებით, რუსეთის წნეხის შედეგია. მინისტრის განცხადებით, რეზოლუცია საბოლოოდ იმ შემთხვევაში დამტკიცდება, თუ დოკუმენტი კვლავ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაადასტურებს. რაც შეეხება იმას, რომ გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაში აღარ არის ფრაზა: აფხაზეთი - საქართველო, ვაშაძემ ეს ფაქტი ორგანიზაციის სამდივნოს კომპრომისად შეაფასა. მინისტრის განცხადებით, ამ კომპრომისით საქართველო უკმაყოფილოა, თუმცა, კმაყოფილების საფუძველი არც რუსეთს უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG