Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პაკისტანელ დევნილებს 100 მილიონი დოლარით დაეხმარება


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ 100 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც პაკისტანში სამთავრობო ძალებსა და თალიბ მეამბოხეებს შორის საომარ მოქმედებებს გაექცნენ. ამის თაობაზე სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისლამაბადის მოთხოვნაზე პასუხად განაცხადა. გაეროს მონაცემებით, ბოლო თვეში მილიონნახევარ პაკისტანელი გახდა იძულებული დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო.
XS
SM
MD
LG