Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუ ჩის პროცესზე, ბირმაში, არ დაუშვეს დიპლომატები და ჟურნალისტები


ბირმაში ჟურნალისტებს და დიპლომატებს კვლავაც არ მისცეს უფლება დასწრებოდნენ ოპოზიციის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის სასამართლო პროცესს - მას მერე ერთ დღეში, რაც ხუნტამ პირველად განაცხადა, რომ პროცესი ღია იქნება. ნობელის პრემიის ლაურეატს ბრალად ედება შინა პატიმრობის რეჟიმის დარღვევა. დარღვევად შეფასდა ფაქტი, რომ აშშ-ის მოქალაქემ, ჯონ იეტოუმ, გადაცურა ტბა და ესტუმრა შინა პატიმრობაში მყოფ სუ ჩის. იეტოუს ადვოკატმა თქვა, რომ იეტოუს ხილვა ჰქონდა, რომ სუ ჩის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სასამართლოს პირველი სხდომა ასევე დახურულ კარს მიღმა მოეწყო.
XS
SM
MD
LG