Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში ქვეყნის პრეზიდენტის ახალი წიგნი გამოვიდა



თურქმენეთში ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ახალი წიგნის - ”თურქმენეთის სამკურნალო ბალახების ენციკლოპედიის” - პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიება პარასკევს საღამოს აშხაბადში შედგა. პრეზენტაციაზე პირველად დაუკრა სიმფონიურმა ორკესტრმა, რომელიც თურქმენ და ავსტრიელ მუსიკოსებს აერთიანებს. პრეზიდენტ ბერდიმუხამედოვის თქმით, ”ეს წიგნი არა მხოლოდ გასულ წლებში მოღვაწე თურქმენი მეცნიერების ნიჭს და სიბრძნეს ეძღვნება, არამედ მედიცინის მუშაკების ახალ თაობას პრაქტიკულ რჩევებს აძლევს”. წიგნი საზოგადოებისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი.
XS
SM
MD
LG