Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს


ჰორსტ კიოლერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. კიოლერმა, რომელსაც კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატები უჭერდნენ მხარს, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. მას ბუნდესტაგის ქვედა პალატის 612 დეპუტატი და საზოგადოების 612 წარმომადგენელი ირჩევდა. კიოლერის ყველაზე რეალური კანდიდატი პროფესორი ქალი გესინ შვანი იყო. კიოლერი პროფესიით ეკონომისტია, და ერთ დროს საერთაშორისო საველუტო ფონდსაც ხელმძღვანელობდა. მას პოპულარულ ფიგურად აღიქვამენ - თუმცა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების გაკრიტიკების გამო მან რამდენჯერმე კონსერვატორთა გულისწყრომა დაიმსახურა.
XS
SM
MD
LG