Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ მოსულ ძლიერ წვიმას თელავის რაიონში სამი ადამიანი ემსხვერპლა



წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თელავის რაიონის სოფელ შალაურში სამი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მათი მანქანა წვიმის შედეგად გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა. სამივე გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია. წვიმამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა თბილისს. დაიტბორა ბევრი სახლი. განსაკუთრებით რთული ვითარება დიღმის ტრასაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. ზიანი მიადგა აგრეთვე ავლაბრის მოსახლეობას. ელიას მთაზე განლაგებული სახლების სარდაფებიდან წყალი სახანძრო მანქანებით ამოტუმბეს. რამდენიმე უბანს ცოტა ხნით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
XS
SM
MD
LG