Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ეკონომიკური კრიზისის შესახებ გაფრთხილება გამოთქვა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მისი ქვეყნის ეკონომიკას უარესი მაჩვენებელი ექნება წელს, ვიდრე მოელოდნენ და განაცხადა, რომ შემცირდება ხარჯები. მომავალი წლის საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ საუბრისას, მედვედევმა თქვა, რომ დეფიციტი მთლიანი ეროვნული შემოსავლის სულ მცირე, 7 პროცენტს მიაღწევს. ამავე ცნობით, რუსეთში უმუშევრობამ 11 პროცენტს მიაღწია.
XS
SM
MD
LG