Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები ფხენიანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ


მსოფლიოს ლიდერები ფხენიანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ მიმდინარე კვირაში ბირთვული ბომბის გამოცდა ჩაატარა. კრემლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ტარო ასო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, სერიოზული პასუხი გასცენ ფხენიანის მოქმედებას. მანამდე ჩინეთის არმიის მაღალი რანგის პირმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, მა სიაოტანმა ამავე დროს რეგიონის ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ. მა სიოტანმა ეს განცხადება შაბათს გააკეთა სინგაპურში , აზიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე. ამავე შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გააფრთხილა ჩრდილოეთი კორეა , რომ ვაშინგტონი არ შეეგუება ბირთვული იარაღით აღჭურვილ სახელმწიფოდ მის ქცევას.
XS
SM
MD
LG