Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ორშაბათს მოსკოვში ჩადის ვიზიტით. მოლაპარაკებების თემა იქნება ისრაელის წუხილი ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ლიბერმანი შეხვდება პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ისრაელს სურს, რუსეთმა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური ბერკეტები და ირანთან მჭიდრო კავშირები და აიძულოს თეირანი, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG