Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჯენერალ მოტორსმა” თავი გაკოტრებულად გამოაცხადა


უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ, ”ჯენერალ მოტორსმა” თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ეს შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული ბანკროტის შემთხვევაა. კომპანიის ამ ნაბიჯს ზურგს უმაგრებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც ახლა კომპანიის წილის 60 პროცენტს მიიღებს, და სანაცვლოდ კომპანიას 50 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ”ჯენერალ მოტორსს” დახმარების სახით უკვე მიღებული აქვს მილიარდობით დოლარი.
XS
SM
MD
LG