Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: უნდა დასრულდეს ურთიერთუნდობლობა ამერიკელებსა და მუსულმანების შორის


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ბოლო უნდა მოეღოს ამერიკელებსა და მუსულმანების შორის ურთიერთუნდობლობასა და უთანხმოებას. ეგვიპტის დედაქალაქში გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ქაიროში ჩავიდა, რათა დასაბამი დაუდოს ახალ ეპოქას შეერთებული შტატებისა და მაჰმადიანური სამყაროს ურთიერთობებში. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ისლამი ამერიკის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. სიტყვით გამოსვლამდე ბარაკ ობამა ქაიროშივე შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს და მას უთხრა, რომ შეერთებული შტატები - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გზით - შეეცდება ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
XS
SM
MD
LG