1970-იანი წლების პოპულარული ტელესერიალის, ”კუნ-ფუს” ვარსკვლავი, დევიდ კარადინი - რომელსაც ტელესერიალის გარდა, საინტერესო და მდიდარი კინობიოგრაფია ჰქონდა - ბანგკოკის ერთ-ერთი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ბოლო ხანებში, კარადინს პოპულარობა დაუბრუნა კვენტინ ტარანტინოს ორნაწილიანმა ფილმმა ”მოკალი ბილი”, რომელშიც მან მკვლელების ჯგუფის მეთაურის - ბილის - როლი შეასრულა. პოლიციის ინფორმაციით, 72 წლის მსახიობი სასტუმროს ოთახში შიშველი და ჩამომხრჩვალი იპოვეს. თავდაპირველად პოლიციამ სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ცნობების თანახმად, შესაძლოა სიკვიდილი შემთხვევითობამ გამოიწვია.