Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ევროპარლამენტის არჩევნები


დღეს ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება. კენჭისყრა ეწყობა კვიპროსში, მალტაში, ლატვიაში, იტალიასა და სლოვაკეთში. ჩეხეთში არჩევნები ორდღიანია - ის ხვალაც გაგრძელდება. ხუთშაბათს და პარასკევს კენჭისყრა გაიმართა დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ნიდერლანდში. ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში არჩევნები ხვალ მოეწყობა. კანდიდატები ერთმანეთს ეცილებიან ევროპარლამენტის 736 მანდატს. გამოკითხვების თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობაში ამომრჩევლის აქტიურობა დაბალი იქნება. კენჭისყრის წინასწარ შედეგებს კვირას, საღამოს გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG