Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბელორუსიიდან რძის ნაწარმის იმპორტი აკრძალა


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
რუსეთის განცხადებით, ის კრძალავს ბელორუსიიდან რძის ნაწარმის იმპორტს. საინფორმაციო სააგენტოები “ინტერფაქსი” და “რია ნოვოსტი” რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს განცხადებაზე მითითებით იუწყებიან, რომ ბელორუსიიდან პროდუქტების იმპორტიორები არ ავსებენ დოკუმენტებს, რომელთა შევსებასაც ითვალისწინებს გასულ წელს შემოღებული წესები. ონიშჩენკოს განცხადებით, აკრძალვა დღეიდან შედის ძალაში. ამ აკრძალვის ფონია დაძაბულობა რუსეთთან ბელორუსიის ურთიერთობაში. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკისაგან 500 მილიონი დოლარის კრედიტის მიცემის სანაცვლოდ მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. რუსეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ დმიტრი პესკოვის თქმით, ლუკაშენკოს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.
XS
SM
MD
LG