Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გოჩა წიკლაურს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ წარმომადგენელ გოჩა წიკლაურს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა წიკლაურის ადვოკატის ირაკლი გრძელიძის შუამდგომლობა, 10 000 ლარის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. როგორც გამოძიება შუამდგომლობაში აღნიშნავს, გოჩა წიკლაურის თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუშლის გამოძიებას, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. ადვოკატის ინფორმაციით, მუხლი, რომელიც გოჩა წიკლაურს აქვს წაყენებული, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გოჩა წიკლაური 6 ივნისს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, წიკლაური დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე.
XS
SM
MD
LG