Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა კოალიციამ მოიპოვა გამარჯვება


ლიბანის პროდასავლურმა კოალიციამ, რომელსაც სათავეში უდგას საად ჰარირი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თავდასხმის შედეგად მოკლული რაფიკ ჰარირის ვაჟი - 71 ადგილი მოიპოვა 128-ადგილიან პარლამენტში. ჰეზბოლამ, რომლის ლიდერმა, ჰასან ნასრალამ, აღიარა არჩევნების შედეგები, და მისმა ქრისტიანმა და შიიტმა მოკავშირეებმა 57 მანდატი მოიპოვეს. არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა 55 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ლიბანის მომავლისთვის. აშშ-მა მიულოცა ლიბანელ ხალხს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება.
XS
SM
MD
LG