Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოოპერატიული ბინათმშენებლობის მონაწილეებს მიწის ნაკვეთების მიღება შეუძლიათ


თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებს მიწის ნაკვეთების მიღების საშუალება აქვთ. ამის შესახებ 9 ივნისს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაში არსებული 44 კოოპერატიული ბინათმშენებლობა 4 ათას ოჯახს აერთიანებს. დედაქალაქის მთავრობას კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები შიდა ვალში აქვს აღებული. მათი ნაწილის დაფარვა უნდა მოხდეს დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილის - ცენტრალური ბიუჯეტიდან. 100-მა ოჯახმა პრობლემა სასამართლოს დახმარებით გადაწყვიტა და მიიღო კიდეც მიწის ნაკვეთები სიმბოლურ თანხად, 1 ლარად. ნებაყოფლობითი პროცესი უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და, ვიცე-მერის თქმით, სურვილის შემთხვევაში, იგივეს გაკეთება სხვა ოჯახებსაც შეუძლიათ. 80-იანი წლების კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა საკრებულოს სხდომაზე, 9 ივნისს, წამოაყენა “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელმა პაატა ჯიბლაძემ.
XS
SM
MD
LG