Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაროზუ მეორე ვადით იყრის კენჭს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გამოაცხადა, რომ აპირებს, ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა მეორე ხუთწლიანი ვადით წამოაყენოს. ეს განცხადება ბაროზუმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბაროზუ - ზომიერი კონსერვატორი და პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - 2004 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს ევროკომისიას - ევროპის კავშირის აღმასრულებელ ორგანოს. მიმომხილველთა შეფასებით, ევროპარლამენტის კვირას დასრულებულ არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული ძალების წარმატება ზრდის ბაროზუს შანსს, კვლავ არჩეულ იქნეს ევროკომისიის პრეზიდენტად.
XS
SM
MD
LG