Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო პერევისა და გალის რაიონის მოვლენებზე რეაგირებას მოითხოვს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სოფელ პერევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და საერთაშორისო საზოგადოებას დროულ რეაგირებას სთხოვს. სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც პერევსა და გალის რაიონში ამ დღეებში მომხდარი ინცინდენტებია აღწერილი, ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, რათა აიძულოს რუსეთი, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, აგრეთვე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება.
XS
SM
MD
LG