Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პარლამენტის ექს-სპიკერი კომპარიის რიგებს ტოვებს


მოლდავეთის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა მარიან ლუპუმ გამოაცხადა, რომ ტოვებს მმართველი კომუნისტური პარტიის რიგებს. როგორც რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური იუწყება, ლუპუმ პარლამენტში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ შეუერთდება ოპოზიციას. მოლდავეთის პარლამენტს ლუპუ სათავეში ედგა 2005 წლიდან 2009 წლის მაისამდე. ამავე დროს, იგი ახალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი იყო. დღეს მოლდავეთის პარლამენტი შეიკრიბა დროებითი მთავრობის დასამტკიცებლად, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე იმუშავებს. დროებითი მთავრობის თავმჯდომარედ ზინაიდა გრეჩანი დაამტკიცეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმირ ვორონინმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს - მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ორჯერ ვერ მოახერხეს პრეზიდენტის არჩევა.
XS
SM
MD
LG