Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მომხრეა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მომხრეა. მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე, თუკი იმავეს გააკეთებენ აშშ და ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნები. აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თავისი ხედვა გამოაცხადა, ბირთვული იარაღისგან მსოვლიოს განთავისუფლების შესახებ. ობამამ თქვა, რომ აშშ მზად არის გადადგას ნაბიჯები, რათა ყველა ბირთვულმა ქვეყანამ შეამციროს ბირთვული არსენალები.
XS
SM
MD
LG