Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეროვნული ფორუმი“ გაეროს ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს


დღეს თბილისში, გაეროს ოფისთან „ეროვნული ფორუმი“ საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 15 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს უკავშირდება. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა აღნიშნავს, აქცია გაეროს წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. მისი მიზანი ტერიტორიების შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიციის დაფიქსირებაა, პროტესტის საგანი კი გაეროს გენერალური მდივნის შუალედური მოხესენება, რომელშიც საქართველო ერთიან სახელმწიფოდ არ იყო მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG