Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტები


სამართალდამცავებმა იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ათი და რესპუბლიკური პარტიის ერთი წევრი. როგორც civil.ge იტყობინება, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პროტესტი გამოთქვა საკუთარი პარტიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ”ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან”. რესპუბლიკური პარტია 11 ივნისს გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ”პოლიტიკური ნიშნით დევნა”. ორივე პარტია ასევე მიმართავს საერთაშორისო, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და აქტიური მონიტორინგი გაუწიონ ძიების პროცესს.
XS
SM
MD
LG