Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის რეჟიმი, შესაძლოა, ჟენევის კონსულტაციებს დაუბრუნდეს


სოხუმის რეჟიმი, შესაძლოა, კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებს დაუბრუნდეს. სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, რომ ეს სერგეი ბაღაფშმა ე.წ. პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა. ბაღაფშის თქმით, სოხუმი კონსულტაციებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ დისკუსიები არ გაჭიანურდება. „მომავალში ჟენევის პროცესმა, შესაძლოა, ახალი ფორმა მიიღოს, რომელმაც ასევე შესაძლოა, გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის სქემა შეცვალოს. ჟენევის დისკუსიების ბედი ბევრად არის დამოკიდებული გაერო-ს ახალ მანდატზე, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან აფხაზეთის გარშემო შექმნილი ვითარების შეფასების პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება“, - განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ თუ აფხაზური მხარის პირობები დაცული იქნება, მისიის მანდატი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG