Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსავი მოწოდებით გამოდის, გააუქმონ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიმდატმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ დღეს გამოაცხადა, რომ მან, არჩევნების შედეგების თაობაზე ოფიციალური საჩივრით მიმართა აღმასრულებელ ორგანოს, გუშაგთა საბჭოს. მან თქვა, რომ არჩევნების შედეგების გაუქმება ერთადერთი გაზაა, მთავრობის მიმართ ხალხის ნდობის და მხარდაჭერის აღდგენისა. მუსავიმ თავის მომხრეებს დღეს მოუწოდა გაააგრძელონ მშვიდობიანი გამოსვლები. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა, ორშაბათს ქვეყნის ქალაქებში დიდი მსვლელობის მოწყობის უფლება მისცენ.
ირანში, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. ირანის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს, როცა დედაქალაქ თეირანში განახლდა საპროტესტო გამოსვლები, არჩევნებში პრეზიდენტ აჰმადინეჟადის სადავო გამარჯვების შემდეგ. “ფრანცპრესის” ცნობით, პოლიციამ ამ ქმედებას მიმართა, როცა 200-მდე დემონსტრანტმა, რეფორმისტი საპრეზიდენტიო კანდიდატის, მირ ჰუსეინ მუსავის მომხრეებმა, ქვები დაუშინეს პოლიციელებს. პოლიცია შეიჭრა მიმდებარე მაღაზიებში, სადაც პროტესტის მონაწილეებმა თავი შეაფარეს. პოლიციამ დააკავა 170-მდე ადამიანი, მათგან ათი საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორადაა მიჩნეული.
XS
SM
MD
LG