Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი გეგმაზე ერთი დღით გვიან ჩავა რუსეთში


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დღეს არ გაემგზავრება რუსეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად. ირანისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აჰმადინეჟადი, რომელიც დღეს უნდა შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევეს, ხვალ შეუერთდება სამიტის მონაწილეებს ეკატერინბურგში. შეხვედრის მთავარ თემებად ასახელებენ ჩრდილოეთ კორეასა და ავღანეთს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ირანი მეთვალყურეთა სტატუსით სარგებლობენ. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ, სამშაბათს საღამოს გაიმართება რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიისაგან შემდგარი BRIC-ის (ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის) სამიტი.
XS
SM
MD
LG