Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მისიის შეწყვეტას თბილისი დიპლომატიის მარცხად აფასებს


დღეიდან სამი თვის განმავლობაში გაეროს მისია საქართველოში მუშაობას დაასრულებს. საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 1993 წლიდან მოქმედ გაეროს მისიას საქართველო მადლობით აცილებს. ვაშაძის შეფასებით, მისიამ აფხაზეთში უსაფრთხოების მხრივ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა არა სრულად, რადგან მუშაობა რუსეთის ოკუპაციის პირობებში უწევდა. თბილისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას დიპლომატიის მარცხი უწოდა. „ვეტო ბირთვული იარაღივით არის. მაშინაც კი, როცა გაქვს არ უნდა გამოიყენო, რადგან ეს არის შენი იზოლაციის, შენი პოზიციის დაუცველობის პირველი ნიშანი“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მას მიაჩნია, რომ მოსკოვში სერიოზული დასკვნების გამოტანა მოუწევთ, რადგან რუსეთის იზოლაცია სულ უფრო იზრდება და ის მთელ ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდება.
XS
SM
MD
LG