Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაეროს მისია გენერალური მდივნის მითითებებს ელის


საქართველოში გაეროს მისია, რომელსაც რუსეთის ვეტოს გამო, დღეიდან მანდატი შეუწყდა, ამჟამად გენერალური მდივნის მითითებებს ელის. გაეროს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბან კი მუნი საქართველოში მის სპეციალურ წარმომადგენელს მისიის მუშაობის შეწყვეტის შესახებ ინსტრუქციებს გაუგზავნის. ამავე განცხადების თანახმად, გაეროს გენერალური მდივანი წუხს იმის გამო, რომ უშიშროების საბჭომ შეთანხმება ვერ შეძლო მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი რეალისტური და პრაქტიკული წინადადებები მიზნად ისახავდა რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას.
XS
SM
MD
LG