Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში სამხედროთა რაოდენობას შეამცირებს


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მოსკოვის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ბაზებზე სამხედროთა რაოდენობას შეამცირებს. შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ ორ რესპუბლიკას საკუთარი შეიარაღებული ძალები ჰყავს, რუსი სამხედროები კი, იქ ვითარების სტაბილიზაციის მიზნით იმყოფებიან, ამიტომ კონტინგენტი არცთუ დიდი იქნება. დღემდე რუსეთი მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საერთო ჯამში, 7 ათას 400 სამხედროს განლაგებას აპირებდა. რამდენით შემცირდება ეს რაოდენობა, გენერალ მაკაროვს არ დაუკონკრეტებია
XS
SM
MD
LG